
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწვალეების განწყობის ამაღლებასა და მათთთვის დაუვიწყარი სასკოლო ცხოვრების შექმნაზე.
სწორედ ასე, ხალისითა და შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა პირველი სასწავლო სემესტრიც.
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა, გივი ჩიღვინაძის პიესის -„ახალი წელი ტყეში“, მიხედვით, მრავალფეროვანი თეატრალური წარმოდგენა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეებმა ზღაპრული სანახაობა გამართეს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საოცარი ოსტატობით გამოირჩეოდნენ „პატარა მსახიობები“ სცენაზე, ისინი შთამბეჭდავად განასახიერებდნენ ზღაპრის გმირებს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი მარინე (მარიკა) ფიფია ხელმძღვანელობდა, მასში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც.
„კლასის დამრიგებელმა, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად სასწაულებრივი სანახაობა შესთავაზა მოწვეულ სტუმრებს“, - ასე შეაფასეს სკოლაში საახალწლო ღონისძიება.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: