
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
ამ მხრივ საინტერესო იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.
სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლების - ქეთევან ჯიბღაშვილის და მაკა ტურიაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელეს სოციალური პროექტი - „სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება ადამიანის უსაფრთხოებისთვის“.
მოსწავლეები დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ პროექტში. პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ქალაქ ყვარლის საავადმყოფოს, პოლიციას, სოციალურ სამსახურსა და სახანძროს.
პროექტის პრეზენტაციას დაესწრო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი და სკოლის დირექცია.
იხილეთ ფოტოები: