წიგნის მოყვარული მოსწავლეები ქუთაისის N40 საჯარო სკოლიდან
10-01-2024
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლაში ისევ აქტიურად ფუნქციონირებს წიგნის მოყვარულთა კლუბი - „მწიგნობარი“.

კლუბისთვის აქტიური იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი. 

30 ნოემბერს სკოლაში მორიგი შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის წევრი მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები და კურატორები: ვალიდა კვირიკაშვილი და დარეჯან ნემსაძე.

პედაგოგებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოიკითხეს ედით ნესბიტის „რკინიგზის ბავშვების“ მე-11 თავი „ძაღლი“ წითელ სვიტერში“ და მე-12 თავი „ვინ მოიყვანა ბობიმ შინ“. 

მოსწავლეებმა სწორად გაანალიზეს წაკითხული ტექსტი და შესაბამის დასკვნებამდეც მივიდნენ.

აღნიშნული თავების წაკითხვისას ისევ გამოიკვეთა პერსონაჟების - ბობის, ფილისის, პიტერის და ჯიმის საუკეთესო თვისებები: მზრუნველობა, სიკეთის კეთების სურვილი, თავმდაბლობა, გაჭირვებაში გვერდით დგომა, ერთგულება.

მომდევნო მეცადინეობისათვის, ბავშვებს დაევალათ ნაწარმოების დასკვნითი მე-13 და მე-14 თავების წაკითხვა და საკვანძო საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203