ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიადა ჩატარდა
10-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა STEM საგნების სწავლებასა თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ განათლებას. 

ამ მხრივ საინტერესო იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც.

მათ შორის სკოლა აქტიურად შეუერთდა კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულსა და გლობალურ ღონისძიებას - „კოდის ერთი საათი“.

„კოდის ერთი საათი" (Hour Of Code) გლობალური ღონისძიებაა და ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მე-40 საჯარო სკოლაში „კოდის საათის“ ღონისძიებები მიეძღვნა კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი უძლიერესი ქალი მეცნიერის, პროგრამისტის, მათემატიკოსის - გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს.

ჩვენი სკოლის III- IV კლასების მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ თამთა გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ სასკოლო ოლიმპიადაში.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩნენ. ფინალური ეტაპი კი 5 და 6 დეკემბერს გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე პროცესს აკვირდებოდნენ სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები: ნინი გოგლიჩიძე და ნათია გაბუნია, ასევე სკოლის საინფორმაციო მენეჯერი მარი ივანიძე.

მესამე კლასებში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აიღეს:

  • სანდრო ხაჭიპერაძემ;
  • ანა ტყეშელაშვილმა;
  • ანასტასია ფარქოსაძემ;
  • ალექსი ხაჟალიამ.

მეოთხე კლასებში დავალებების სრულყოფილად შესრულება შეძლეს:

  • თუთია ბექელაძემ;
  • დემეტრე გელხვიიძემ;
  • ეკატერინე როინიშვილმა;
  • გიორგი ქობულაძემ.

ოლიმპიადაში მონაწილეობდა 40 მოსწავლე. თითოეულ მათგანს სერტიფიკატები გადასცა სკოლის დირექტორმა - ნინო ვარდოსანიძემ.

„კოდის ერთი საათის“ ამოცანაა, მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ პროგრამირება/კოდინგი ყველასთვის ხელმისაწვდომი და შესაძლებელია, მიუხედავად ყოველგვარი წინარე ცოდნისა და გამოცდილებისა.

„კოდის ერთი საათის“ მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების/კოდინგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში, ინოვაციური განათლების ხელშეწყობა, პრაქტიკული, ალგორითმული და კომპიუტერული აზროვნების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203