
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლაში წინასაახალწლოდ განხორციელებული პროექტი - „ნუ მოჭრი ხეს - მორთე“.
პროექტს ხორცი შეასხეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელ ია ჟონჟოლაძის ხელმძღვანელობით.
მოწაფეები დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთნენ პროექტში.
ბავშვებმა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია და თავისი ხელით შექმნილი ბრწყინვალე ნამუშევრები წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები: