ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო კარნავალი
10-01-2024

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები 2024 წელს განსაკუთრებულად მომზადებულები და ამაღლებული განწყობით შეხვდნენ.

მათ საახალწლო კარნავალი მოაწყვეს, სადაც სხვადასხვა საინტერესო მუსიკალური ნომერი წარადგინეს. სადღესასწაულო, საცეკვაო ფორმებში გამოწყობილმა ბავშვებმა დამსწრე საზოგადოება ცეკვის ნიჭით მონუსხეს. ერთმანეთს და იქ მყოფ თითოეულ ადამიანს შობა ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერება უსურვეს.

მათ შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინეს და ეს დღე დაუვიწყარი გახადეს.

სასკოლო საზოგადოება ყველას ულოცავს ახალ, 2024 წელს და სიკეთეს, სიყვარულს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით ბავშვები ერთმანეთს უფრო უმეგობრდებიან და მოტივაცია უმაღლდებათ, შემდგომში კიდევ ბევრი ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203