კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წლის დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს 
10-01-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2024 წელს დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით შეხვდნენ.

სკოლის მე-2 კლასში, მასწავლებელ ალინა სარკსიანის ხელმძღვანელობით მრავალფეროვანი და საინტერესო საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმზე მოსწავლეები ნაძვის ხის გარშემო შეიკრიბნენ, სადაც იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ეს დღე მათთვის საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203