„აურზაური ზღაპარეთში“ - თბილისის N200 საჯარო სკოლაში საახალწლო სპექტაკლი დაიდგა 
10-01-2024

თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმითა და ჯადოსნური სადღესასწაულო განწყობით შეხვდნენ. 

სემესტრის ბოლოს სკოლაში დაიდგა საავტორო ზღაპარი - „აურზაური ზღაპარეთში“, რომელიც ინტეგრირებულად ჩატარდა მე-6 სკოლასთან ერთად.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ისურვეს ქვეყანაზე ყოველთვის სიკეთეს ეზეიმოს. 

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას, ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობას ვუხდით გაწეული შრომისთვის, რეჟისორ - ბაჩო გაბრუაშვილს. მადლობას ვუხდით მე-6 სკოლას და მათ მოსწავლეებს თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203