
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ დიდი ჟრიამული და საზეიმო განწყობა სუფევდა.
სკოლაში მოეწყო გამოფენა თემაზე - „შობა-ახალი წელი“. სკოლის ფოიეში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა.
ნამუშევრებმა მოსწავლე-მასწავლებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა და სასკოლო საზოგადოებას ჯადოსნური სადღესასწაულო ემოციები აჩუქა.
სკოლაში მადლობას უხდიან ხელოვნების პედაგოგ ნინო იოსავას, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.
„დიდი მადლობა ხელოვნების პედაგოგ ნინო იოსავას ამ სიამოვნებისთვის ბედნიერი შობა -ახალი წელი ჩვენო პატარა მხატვრებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე