
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ღონისძიებით დასრულდა.
საახალწლო განწყობა მთელ სკოლაში იგრძნობოდა. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო სამზადისში.
საახალწლო ღონისძიებათა სერია სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებული ღონისძიებით დასრულდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ იქ მყოფი თითოეული ადამინი დადებითი ემოციებით დამუხტა.
„ჩვენი სკოლის სასკოლო საზოგადოება გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, დაე, შემეცნების სიხარულით აღსავსე, ახალ მიღწევათა და წინსვლის წელი ყოფილიყოს 2024 წელი თქვენთვის და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: