
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლაში I სემესტრი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლას საინტერესო ადამიანები სტუმრობდნენ, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომლები.
სტუმრებმა მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა ჩაატარეს. მათ ბავშვებს პრეზენტაციის სახით თავდაცვის ძალების ღირებულებები, მუშაობის პრინციპი გააცნეს და მოსწავლეთა კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრა ნაყოფიერი და ინფორმაციული იყო, რისთვისაც სასკოლო საზოგადობა სტუმრებს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: