აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ
10-01-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეებს - მარიამ დისამიძესა და ლუკა მიქელაძეს, 27 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ქალბატონი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, დავით გაბაიძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების მერიისა და რესურსცენტრების წარმომადგენლები.

სკოლაში მოსწავლეებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203