თბილისის N12 სკოლის მეათეკლასელები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს გაეცნენ
10-01-2024
თბილისის N12 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, საგანმანათლებლო, შემეცნებით-გასართობი თუ საზეიმო ღონისძიებებით.

მათ შორის, სკოლის მე-10 და მე-10 კლასებში, პროექტული სწავლების ფარგლებში, განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და პოპულარიზაცია“. 

მოსწავლეები გაეცნენ თბილისში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ესტუმრნენ საქართველოს ოქროს ფონდს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ, როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ისე აქტიურად ზრუნავენ მათ შემეცნებით და კულტურულ განვითარებაზე, ხელოვნების მიმართ სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე და ბავშვების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203