თბილისის N133 სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოება საახალწლო ღონისძიებით მსოფლიოს გარშემო ამოგზაურეს
10-01-2024

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. 

მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი კრეატიულად და გამორჩეულად მიულოცეს. 

მოსწავლეებმა მაყურებელი მსოფლიოს გარშემო ამოგზაურეს და როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები გააცნეს. 

„მათმა ტურისტულმა კომპანიამ საოცარი ტურები შემოგვთავაზა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ხალისიანი ნომრებით გვამოგზაურა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ამერიკასა თუ ინდოეთში. ჩვენმა ყოჩაღმა პატარებმა საქართველოს საახალწლო ტრადიციებზეც ისაუბრეს და ქართული ცეკვით და სიმღერით დაატკბეს დამსწრე საზოგადოება“, - გვიყვებიან სკოლაში. 

დამრიგებელმა - ლალი ლობჟანიძემ კი მოსწავლეებს საჩუქრები გადასცა და მათ საუკეთესო საახალწლო სურვილები გაუზიარა.

მე-7 კლასმა საახალწლოდ საზოგადოებას ქველმოქმედების მაგალითიც მისცა. მათ შეგროვილი სურსათ-სანოვაგე მოხუცთა თავშესაფრის უსაყვარლეს ბენეფიციარებს მიართვეს და თავიანთი ხალისიანი ნომრებით მათ დღე გაულამაზეს.

„მადლობა ჩვენს საოცარ ბავშვებს და კრეატიულ ლალი დამრიგებელს ჯადოსნური საახალწლო განწყობის შექმნისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203