
თბილისის N142 საჯარო სკოლაში გარემოსდამცველები იზრდებიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მწვანე მომავალი”, რომლის წევრებიც ეკოლოგიაზე აქტიურად ზრუნავენ.
მათ შორის, ეკოკლუბმა მონაწილეობა მიიღო ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. განხორციელდა ბევრი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა.
„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში, ჩავრთეთ სკოლა - მოსწავლეები, მშობლები. გაუმჯობესდა თანამშრომლობითი ურთიერთობა“,- გვიყვებიან ეკოკლუბელები.
შედეგად კლუბი კონკურსის ნახევარფინალისტი გახდა და დასაჩუქრდა..
„გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ პროექტის მონაწილე მოსწავლეებს, რომ არა მათი ჩართულობა, აქტიურობა, კლუბი ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდა.
მადლობა ხელმძღვანელებს - CENN-ს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს, საქართველოს პარლამენტს.
დიდი მადლობა კონკურსის კოორდინატორს - ვანო გიოშვილს, რომელიც მუდმივად მზად იყო რჩევებისა და დახმარებისთვის“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები.
იხილეთ ფოტოები: