თბილისის N190 სკოლის რეაბილიტირებული ბიბლიოთეკა მე-7 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიციით გახსნეს
10-01-2024

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა რეაბილიტირებული სკოლის ბიბლიოთეკა. 

საგანგებოდ ამ დღისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში მე-7 კლასმა, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ლადო და ნიკალა“ გამართა.

ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, მუსიკა, ცეკვა. მოსწავლეებმა საინტერესო და შთამბეჭდავი კომპოზიციით გააცოცხლეს მე-12 საუკუნე, თამარის ეპოქა. ძლევამოსილი ბასიანის ბრძოლის პერიპეტიები, რაინდული ეპიზოდები პატრიოტული სულისკვეთებით ავსებდა დამსწრე საზოგადოებას.

ღინისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან ჭელიძე და კლასის დამრიგებელი ნუნუ ებანოიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203