
თბილისის N208 საჯარო სკოლის მეორეკლასელები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
პირველი სემესტრი მოსწავლეებისთვის ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მე-2ბ კლასის მოსწავლეებს ზღაპრული დღე ჰქონდათ. პატარებმა პრინცებისა და პრინცესების როლი მოირგეს და დამრიგებლის - ლელა მოდებაძის ხელმძღვანელობით, საშობაო მეჯლისი გამართეს: იცეკვეს ვალსი, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები და ბოლოს საჩუქრებიც გაცვალეს.
მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მე-2ბ კლასი, დამრიგებლის ხელმძღვანელობით სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალ წელს ულოცავს.
მეორეკლასელთა საშობაო მეჯლისის ამსახველი ვიდეო იხილეთ ბმულზე