ტყიბულის N2 სკოლა ეკოკლუბელებმა საახალწლოდ გაალამაზეს
10-01-2024

ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი „ერა“, რომლის წევრები მრავალფეროვან აქტივობებს ახორციელებენ და ეკოლოგიაზე ზრუნავენ. 

კლუბისთვის აქტივობებით იყო დახუნძლული 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. 

24 დეკემბერს, ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განხორციელდა მორიგი აქტივობა - „გავალამაზოთ ჩვენი სკოლა საახალწლოდ“. 

კლუბის წევრთა შეგროვებული და კლუბის ხელმძღვანელის - ცისანა ქოქოსაძის გადაცემული ნაძვის ხითა და თოვლის ბაბუით სკოლის მე-3 სართულის ფოიე გალამაზდა. აქტივობაში, როგორც ყოველთვის, „ერას“ ყველა წევრი მონაწილეობდა.

მოსწავლეებმა ახალი წლის სიმბოლოს სურვილების ასრულების ხე უწოდეს და სურვილებითაც მოკაზმეს. 

„გვსურს, საზოგადოებაში დავნერგოთ კეთილგანწყობა და გავაძლიეროთ გულთბილი დამოკიდებულება ბავშვებს შორის. ჩვენი სამშობლოს ყველა მცხოვრებლისათვის დრაკონის წელი შემობრძანდა, ჯგუფის ხელმძღვანელმა მოგვაწოდა იდეა და სკოლის მე-2 სართულზე დავდგით ნაძვის ხე რომელსაც დავარქვით სურვილების ასრულების ხე, ყველა მსურველს მოვუწოდებთ მასზე დაკიდოს საკუთარი სურვილი რომლის ასრულებას წლის ბოლოს გადავამოწმებთ ამ პროექტის პირველ ეტაპს ვუთმობთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203