ახალქალაქის N4 სკოლაში ახალი წლის დღესასწაულს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
09-01-2024

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები შობა-ახალ წელს დიდი ენთუზიაზმითა და ზარ-ზეიმით შეხვდნენ.

მე-3 კლასის დამრიგებელმა - ანაიდ გიოზალიანმა მოსწავლეებთან საახალწლო ღონისძიება ჩაატარა, სადაც ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე დაუვიწყარი, ემოციური და შთამბეჭდავი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203