ისტორიის გამოცდაზე ზღვარი წარმატებით გადალახა მეთორმეტეკლასელების 96%-ზე მეტმა
22-05-2018
დღეს მე-12 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. ზღვარი წარმატებით გადალახა 96%-ზე მეტმა აპლიკანტმა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ხვალ, 23 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ.

შეგახსენებთ, რომ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის 49 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ტარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203