ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში
09-01-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი გაჯერებული იყო საინტერესო ექსკურსიებითა და გასვლითი აქტივობებით. 

მათ შორის, სკოლის VI და IX -კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს - „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მუზეუმის ექსპოზიცია დაათვალიერეს, ხელით შეეხნენ ექსპონატებს, ასევე მეცნიერული შოუში მიიღეს მონაწილეობა.

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და ამავე დროს ახალი ცოდნა შეიძინეს, არსებული კი განიმტკიცეს. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.

ექსკურსიას პედაგოგები - მარიტა შველიძე და მთვარისა დემეტრაძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203