
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო პროცესში ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით გამოირჩევა.
2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სკოლის მათემატიკის კათედრის პედაგოგებმა - ლია გიგოლაშვილი-ტატალაშვილმა, მაკა მერაბიშვილმა, მარინე ზაზაშვილმა და გომაროს საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგმა მაკა მერაბიშვილმა, თანამშრომლობითი სწავლების მიზნით, VIII და X კლასებში დაგეგმეს და განახორციელეს სასწავლო გასვლითი ღონისძიება თბილისის ტექნოპარკში.
მოსწავლეებისთვის ვიზიტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
„21-ე საუკუნეში რობოტექნიკის საფუძვლიანი შესწავლა ნიშნავს რეალური სამყაროსა და კარიერაზე დაფუძნებული უნარების შეძენას. ეს ღონისძიება სამომავლოდ დაეხმარება ორივე სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში“,- გვეუბნებიან ბენარის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: