თბილისის N89 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
09-01-2024

თბილისის N89 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო გამწვანების აქცია, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღნიშნული აქცია თბილისის N103 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ N103 სკოლამ N89 საჯარო სკოლის XI ა კლასისგან საჩუქრად კავკასიური სოჭის და ციმბირული ლარიქსის ნერგები მიიღო.

„ნერგები ორივე სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, მეგობრობის, მხარდაჭერისა და მომავალი თანამშრომლობის ნიშნად დაირგო“, - გვიყვებიან სკოლაში.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203