დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი საახალწლო წარმოდგენა 
09-01-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 სასწავლო წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალ, 2024 წელს ახალი გეგმებითა და დიდი შემართებით შეხვდნენ. 

28 დეკემბერს, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დარბაზში მე-4 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მანანა ძნელაძის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთი დღესასწაული აჩუქეს. 

მოსწავლეებმა ახალი წელი იზეიმეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობას სამაგალითოდ გაართვეს თავი და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თინა ღლონტი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203