
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები ახალ, 2024 წელს დიდი იმედებითა და ამაღლებული განწყობით შეხდვნენ.
მე-2 კლასის დამრიგებელმა - მზევინარ ოღაძემ, მოსწავლეების განწყობაზე იზრუნა და მათთვის საახალწლო აქტივობები მოაწყო.
აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
დამრიგებელი მათ ახალი წლის შემობრძანებას დიდი სიყვარულით ულოცავს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.
„გილოცავთ! მრავალჯერ გაგვითენოს უფალმა დღესასწაულები, შევხაროდეთ და შევნატროდეთ ჯანმრთელები ერთმანეთს ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებასა და მთელ ქვეყანაში! ვულოცავ ჩვენს პატარებს ბედნიერი და ნათელი მომავალი ჰქონოდეთ!“, - აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ვიდეო: