ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული შოლავერის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს 
09-01-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებით, მათ შორის აღსანიშნავია, I-IV კლასის მოსწავლეთა საშემოდგომო წარმოდგენა - „მშვიდობით ოქროსფერო შემოდგომავ“.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება წარმოადგინეს და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. 

ღონისძიებას დამრიგებლები - ელზა კაკოშვილი და ნანა მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203