„ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია“ - ხონის N2 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა კლასის საათი მეგობრობის მნიშვნელობის გააზრებას დაეთმო
09-01-2024

ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პიროვნულ აღზრდას, მათთვის სწორი ღირებულებების სწავლებასა და მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებას პედაგოგები დიდი ყურადღებას აქცევენ. 

სწორედ ღირებულებათა სისტემის ფორმირებას მიეძღვნა მე-5 კლასში 2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა“. როგორც კლასის დამრიგებელი გვიყვება, მისი მიზანი იყო ეჩვენებინა მოსწავლეებისთვის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი, ჰქონდეთ მოთმინებისა და კეთილგანწყობის ჩამოყალიბების უნარი და რაც მთავარია ჰქონდეთ მისწრაფება ურთიერთგაგებისკენ.

„საუკეთესოდ, ხალისით და ღიმილით მიაწერეს ჩემმა ოქრო გოგო-ბიჭებმა თუ როგორი მეგობრის ყოლას ისურვებდნენ, შეავსეს ანკეტა, ცოტა ხმაურით გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და ყველა ერთად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „ჩემი თანაკლასელი ჩემი მეგობარია“,- გვიყვება პედაგოგი და დასძენს, რომ იმედი აქვს, დღევანდელ სოციალურ გარემოში მისი პატარების ეს ნააზრევი იქნება კარგი მეგობრობის დასაწყისი მრავალი წლის მანძილზე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203