თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მშვენიერებას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
09-01-2024

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახა.

მათ შორის, სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით მოაწყეს შემოდგომის ზეიმი სახელწოდებით - „ბარაქიანი შემოდგომა“. 

ღონისძიებაში მოსწავლეები უდიდესი ხალისით და მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული, ბავშვებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ამოავლეს ჩურჩხელები. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203