მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საახალწლო კვირეული ტობანიერის საჯარო სკოლაში 
09-01-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში შობა-ახალ წელი განსაკუთრებული ღონისძიებებით აღინიშნა. 

სადღესასწაულო კვირეული 22 დეკემბერს მე-3 კლასელებმა ზღაპარ-მიუზიკლით - „დათვის წვეულება“ გახსნეს.  ბავშვები განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ ღონისძიებაში.

„პატარა მსახიობებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

დაწყებითების კათედრის ინიციატივით კი 27 დეკემბერს I-VI კლასების მოსწავლეების ჩართულობით საახალწლო კარნავალი მოეწყო. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დირექციამ, როგორც სკოლაში ვიყვებიან, საოცარი სიურპრიზი მოუწყო - მოულოდნელად ზეიმს, მათი საყვარელი ზღაპრის გმირები შეუერთდნენ.

„უსაზღვრო იყო პატარების სიხარული. სამახსოვრო სურათებიც მრავლად გადაიღეს, მომდევნო დღეს კი თავიანთი დამოკიდებულება და სიხარული ამ ლამაზი დღესასწაულისადმი მე-7, მე-8 კლასების მოსწავლეებმა გაგვიზიარეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეთა გათამაშებულმა სკეტჩებმა და მხატვრულად წაკითხულმა ლექსებმა განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და დაამშვენა ღონისძიება. 

სკოლაში გვეუბნებიან, რომ საახალწლო კვირეული პედაგოგებმა დააგვირგვინეს - საოცარი სიურპრიზი მოაწყვეს ახალგაზრდა მასწავლებლებმა: ლიკა ჯოჯუამ, ბაია ჯოგლიძემ, ეკა კაცაძემ.

„მათ იუმორში გადმოცემულმა განვლილი 2023 წლის მნიშვნელოვანმა ფაქტებმა და მოვლენებმა განსაკუთრებული ხალისი შემოიტანა კოლეგებში. არც ნომინაციები დავიწყებიათ და არც წითელი ხალიჩა ნომინანტებისთვის - ასე სასიამოვნოდ აღინიშნა 2024 წლის შემობრძანება ჩვენთან“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203