სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება
09-01-2024

აკადემიკოს კონსტანტინე ერისთავის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომინაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალ 2024 წელს ენთუზიაზმით შეხვდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა სასკოლო საზოგადოებას საოცარი წუთები აჩუქეს. სადღესასწაულო სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საახალწლო ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„მახარებს მათი ღიმილიანი და ბედნიერი სახეები“, - აღნიშნავს პედაგოგი სოფო ერისთავი.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები: ეკატერინე თავაძე, მანანა ერისთავი, მარი თუთბერიძე. მათ ასევე ეხმარებოდნენ მოსწავლეთა მშობლები.

„ერთად ყველაფერს შევძლებთ. ასე ლამაზად და ხალისიანად გავაცილეთ 2023 წელი. დიდი მადლობა მშობლებს მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს: ეკატერინე თავაძეს, მანანა ერისთავს, მარი თუთბერიძეს“, - ამბობს პედაგოგი.

სკოლაში ყველას დიდი სიყვარულით ულოცავენ ახალ წელს.

„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მშვიდობის, წარმატების და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის 2024 წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203