
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2024 წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ.
27 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საახალწლო ღონისძიება. ეს იყო ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის დღესასწაული.
საზეიმოდ გამოწყობილი მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო პროგრამით წარდგნენ, ბევრი იმხიარულეს და ერთმანეთს ზღაპრული განწყობა აჩუქეს.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - თეონა ძირკვაძემ და თამთა ღლონტმა, ქორეოგრაფიულად გააფორმა ზურა წულაძემ, მუსიკალური გაფორმება კი თინა ღლონტს ეკუთვნის.
იხილეთ ფოტოები: