„მოაზროვნეები“ ერკეთის საჯარო სკოლიდან
09-01-2024
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მათემატიკის წრე „მოაზროვნეები“ აქტიურად ფუნქციონირებს. I სემესტრის განმავლობაში კლუბის წევრთა მონაწილეობით არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის იყო „მოაზროვნეების“ შემაჯამებელი ვიქტორინა სათაურით „მათემატიკა - მშვენიერების ერთ-ერთი წყარო“, რომელიც საგნების - კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მუსიკის ინტეგრირებით გაიმართა. 

ვიქტორინაში მონაწილეობდა ორი გუნდი - „მათემატიკის სახლი“ და „კრეატიულები“. თითოეული გუნდი წარმოდგენილი იყო მშობლებთან ერთად.

მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გამოავლინეს საგნობრივი ცოდნა, რომელიც გამომდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმიდან საფეხურის სტანდარტის შესაბამისად. 

ვიქტორინაში გამოვლინდა როგორც გამარჯვებული გუნდი, ასევე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: „ყველაზე კრეატიული მშობელი“,  „ყველაზე აქტიური მშობელი“, „ყველაზე მუსიკალური მშობელი“. ამავე ნომინაციებში დაჯილდოვდნენ მოსწავლეებიც.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემეცნებითი იყო მოსწავლეებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ცოდნის წარმოჩენას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203