
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2024 წელს დიდი ჟრიამულით შეხვდნენ.
სკოლაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვები ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეთა ამაღლებულმა და საზეიმო განწყობამ სასკოლო საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.
მოსწავლეები სრულიად საქართველოს ულოცავენ შობა-ახალ წელს.
იხილეთ ფოტოები: