ქუთაისის N40 სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელისა და მე-9 კლასის მოსწავლეების საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სამოდელო - საჩვენებელი გაკვეთილი 
08-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოწაფეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამ მიმართულებით გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. 

28 ნოემბერს, მე-9 კლასში, ბიოლოგიის მასწავლებელმა შორენა დანელიამ, ჩაატარა სამოდელო-საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „სმენის ორგანო, წონასწორობის ორგანო“.

გაკვეთილის მიზანი იყო სმენის ორგანოს აგებულებისა და ფუნქციის დაკავშირება მის ცალკეულ ნაწილებთან. ყურის, როგორც წონასწორობის ორგანოს გაცნობა მოსწავლეებისათვის.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, ასევე საბუნებისმეტყველო კათედრის წევრი, ქიმიის მასწავლებელი მარინა გოროზია და სკოლის ინფორმაციული მენეჯერი მარი ივანიძე.

გაკვეთილის დასწყისში მასწავლებელმა აქცენტი გააკეთა შეგრძნების ორგანოებზე და შეახსენა მოსწავლეებს, რომ ისინი წარმოადგენენ ჯაშუშებს, რომლებიც გარემოში მომხდარ ყოველგვარ ცვლილებას აღიქვამენ და ატყობინებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რითაც დადგნენ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

გაცემული ცოდნის უკეთ ათვისების მიზნით მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, ჯგუფებში და მასწავლებლის მიერ მომზადებულ ინტერნეტრესურსზე. წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.

საკითხის გაგება-გააზრების შესამოწმებლად, მათი იდეებისა და შეხედულებების გასაცნობად მასწავლებელმა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შესავსებად ე.წ. გასასვლელი ბარათები დაურიგა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილი ჩატარდა მშვიდ და სასიამოვნო გარემოში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203