„ადამიანის უფლებები და მოვალეობები“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
08-01-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ, როგორც საკუთარი უფლებების დაცვას ისე მოქალაქის მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს ასწავლიან. 

ამ მხრივ გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც, 

სკოლაში, სასკოლო- სასწავლო პროექტის - „ადამიანის უფლებები და მოვალეობების“ ფარგლებში 30 ნოემბერს მე-9 კლასში ჩატარდა პრეზენტაციები თემაზე - „უსაფრთხო წყლისა და სანიტარიაზე ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების ხელმისაწვდომობა“.

ბავშვებმა თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და კლასში წარადგინეს შემეცნებითი პრეზენტაციები. 

„მდგრადი განვითარების მე-6 მიზნის შესაბამისად ადამიანს აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს სუფთა წყალსა და სანიტარიაზე, ამავდროულად უნდა იაზრებდს საკუთარ მოვალეობებს“,- ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი შორენა დანელია ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203