„ჩემი საყვარელი გმირები ახალი წლის მოლოდინში“- საინტერესო კომბინირებული გაკვეთილი ბეჟანოს საჯარო სკოლის V კლასში
08-01-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.

პირველი სემესტრის ბოლოს, V კლასში კომბინირებული გაკვეთილი - „ჩემი საყვარელი გმირები ახალი წლის მოლოდინში“ ჩატარდა. მოსწავლეებმა მშობლიურ (სომხურ) და ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებზე შესწავლილი ნაწარმოებების გმირები ერთმანეთს ულამაზეს სასახლეში შეახვედრეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეთა საყვარელმა გმირებმა ლამაზად მორთული ნაძვის ხის ირგვლივ ბევრი იმხიარულეს, იცეკვეს, იმღერეს და ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203