
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
ღონისძიება 28 დეკემბერს IVბ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა და მას დამრიგებელი ფატიმა რობაქიძე ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
ბავშვებმა, შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს, გაითამაშეს ინსცენირებები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რითაც აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვეს ერთმანეთს, ამასთანავე, საახალწლო საჩუქრები გაცვალეს.
იხილეთ ფოტო: