თხინვალის საჯარო სკოლის პირველ კლასში ლამაზი საახალწლო ზეიმი გაიმართა
08-01-2024
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, დიდი მხიარულება იყო.

პირველ კლასში საახლწლო ზეიმი გაიმართა. პატარებმა ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ გმირები განასახიერეს. მათ სიმღერითა და ცეკვით გააცილეს ძველი წელი, ახალ წლს კი იმედითა და დიდი სურვილებით შეეგებდნენ.

სკოლის დირექციამ და მოსწავლეთა მშობლებმა პირველი კლასის ხელმძღვანელს - ხათუნა სვანიძეს და მუსიკის პედაგოგს - ლანა პაღიშვილს მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიაღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203