მაწიმის საჯარო სკოლის საზოგადოებამ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საახალწლოდ ტკბილეული, სამოსი და საკვები შეიძინა
08-01-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობა იმართება. პროფესიონალი პედაგოგები კი მათ მრავალმხრივ განვითარებაზე, მათ შორის, სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა საახალწლო ღონისძიება. მაწიმის საჯარო სკოლის „მეწარმეობის ლაბორატორიის“ ფასილიტატორების - მარიამ მაისურაძის, ნატო ჯავახიასა და ქეთევან ტალახაძის ორგანიზებით, ერთ-ერთ პავილიონში ხელნაკეთი ნივთების (ქეთევან კორაშვილის შექმნილი) და მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

შემოსული თანხით, სოციალურად დაუცველი მოსწავლის ოჯახისთვის, საახალწლოდ ტკბილეული, თბილი სამოსი და საკვები შეიძინეს. სკოლის დირექტორი მაია ფრიდონიშვილი და კლუბის წევრი მოსწავლეები ოჯახს ეწვივნენ და საჩუქრები გადასცეს. 

„მადლობა ლაგოდეხის მერიას ამ შესაძლებლობისთვის, მადლიერი ვართ ყველა მოქალაქის, ვინც გვერდში დაგვიდგა, წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში. ბედნიერი ახალი 2024 წელი გუნდის სახელით, სრულიად საქართველოს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203