დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი გაიმართა
08-01-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. 

27 დეკემბერს სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებისათვის დამრიგებლების - ეკატერინე კოპალიანისა და ნანა მამინაშვილის თაოსნობით გაიმართა საახალწლო კარნავალი. 

კოსტიუმირებული სანახაობა შთამბეჭდავად წარიმართა. ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად მონაწილეობდნენ თოვლის ბაბუა, ფერია, მასწავლებლები - მაია დავითაშვილი, თინა ღლონტი და მოსწავლეთა მშობლები.

მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები და ზღაპრული საახალწლო განწყობა აჩუქეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203