„ბულინგი და უსაფრთხოება“ - კისისხევის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებთან საინტერესო ტრენინგი ჩაატარეს 
08-01-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით იყო დატვირთული.

მათ შორის აღსანიშნავია,  საინტერესო ტრენინგი თემაზე - „ბულინგი და უსაფრთხოება“, რომელიც მე-7 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ეკა გომურაშვილის ხელმძღვანელობით, 1-ელი და მე-4 კლასების მოსწავლეებთან ჩაატარეს.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში. ბავშვებმა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვეს, რომლებზეც პასუხები დიდი ყურადღებით მოისმინეს.

ტრენინგი იყო საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ ცნობიერებას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203