შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმი შავღელეს საჯარო სკოლაში 
08-01-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი დიდი ჟრიამულითა და საახალწლო ზეიმით დასრულდა. 

ღონისძებაში ყველა კლასის მოსწავლე დიდი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდა. მათ შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას ლექსებით სიმღერებითა და სახალისო ნომრებით მიულოცეს ახალი წელი და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს კლასის დამრიგებლები ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203