თხილნარის N2 სკოლაში ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა 
08-01-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო სემესტრის ბოლოს, დიდი ჟრიამული იყო. 

ჩატარდა საახალწლო ზეიმი, რომელშიც სკოლის თვითმმართველობის წევრები, ხელმძღვანელი - ხატია ფუტკარაძე და დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეები ღონისძიებაში კლასების დამრიგებლების თაოსნობით ჩაერთნენ. I კლასის ხელმძღვანელი - თალიკო ვახტანგიძე გახლავთ, II კლასის ხელმძღვანელი - ხათუნა მაკარაძე, III კლასის ხელმძღვანელი - ნონა ფუტკარაძე, IV კლასსი ხელმძღვანელი - ნარგიზ გაბრუშიძე, V კლასის ხელმძღვანელი - ლუიზა თურმანიძე, ხოლო VI კლასის ხელმძღვანელი - მზია დუმბაძეა.

ღონისძიებას ასევე ხელმძღვანელობდა მუსიკის მასწავლებელი თამილა ბოლქვაძე. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარსდგნენ. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, ლექსებითა და მისალოცი სიტყვებით მიულოცეს ყველას ახალი წელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203