მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დიდი სადღესასწაულო ზარ-ზეიმი
08-01-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2024 წელს დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ. 

პირველი სემესტრი სკოლაში საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგრც სომხური, ისე ქართული სექტორის მოსწავლეები. ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს ... მოწაფეებმა როგორც ერთმანეთს, ისე მაყურებელს დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური სადღესასწაულო განწყობა აჩუქეს. 

ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203