ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ წელს დიდი ზარ-ზეიმით შეეგებნენ 
08-01-2024
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლო მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

მათში როგორც დაწებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანებლები აქტიურად ჩაერთნენ. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების, ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარების, ნახატებისა და ნაძვის ხეების გამოფენა.

დაწყებითი კლასების მონაწილეობით, მინი სპექტაკლი „ახალი წელი სხვენზე“ გაიმართა, მათ იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. საბაზო საფეხურმა საახალწლო კარნავალი - „ვეგებებით ახალ წელს“ გამართა. მათ, სასკოლო საზოგადოების წინაშე, მხატრულად წარადგინეს იუმორისტული ნომრები, სიმღერები და ცეკვები. საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დადგეს საახალწლო კარნავალი - „კონკიას ზღაპარი“. მათ საინტერესო წარმოდგენა მოაწყვეს, რომელიც სიმღერებითა და ცეკვებით იყო დატვირთული.

„ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული, ღონისძიება იყო საინტერესო და მხიარული. ისინი კარნავალის ბოლოს დასაჩუქრდნენ ტკბილეულით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203