ჯაბნიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წელი ზეიმით აღნიშნეს
08-01-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
სახალისო და საინტერესო ღონისძიებას მასწავლებელი მარინა ზოსიძე ხელმძღვანელობდა. მის მიმდინარეობას სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, თანამშრომლები, მშობლები და სოფლის დაინტერესებული მაცხოვრებლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები გამართეს, ახალი წელი ყველას მიულოცეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ვულოცავთ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, მშობლებს, თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს - შობა-ახალ წელს და ვუსურვებთ წარმატებებს. ბედნიერების, სიკეთის და ხვავ-ბარაქის მომტანი წელი ყოფილიყოს“,- ამბობენ სკოლაში.