„ცხოველები და მულტფილმის პერსონაჟები საოცრებათა ტყეში“ - სადღესასწაულო სანახაობა ხაჩკოვის საჯარო სკოლაში
08-01-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში, პირველი სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

ღონისძიება 29 დეკემბერს გაიმართა და მასში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და საინტერესო სპექტაკლი წარადგინეს, რომლის სახელწოდება იყო - „ცხოველები და მულტფილმის პერსონაჟები საოცრებათა ტყეში“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს. 

ღონისძიებას ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ინა მანასიანი ხელმძღვანელლობდა. სკოლაში თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ახალი წელი მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203