დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2024 წელს ზეიმით შეეგებნენ
08-01-2024

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს და ახალ, 2024 წელს ზეიმით შეხვდნენ. 

ზეიმზე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი დადგმები, ლექსები და სიმღერები წარადგინეს.

„თითოეული კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული ნომრები საოცარი ოსტატობით შეასრულეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

საახალწლო ღონისძიება დაწყებითი კლასის (I,II,III,IV) მოსწავლეებმა გახსნეს, რომლებსაც შემდგომ უფროსკლასელები (V,VI,VII,VIII) შეუერთდნენ. ღონისძიება ორი დღე გაგრძელდა.

ეს დღე განსაკუთრებული, დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„მადლობა თითოეული კლასის დამრიგებელს ამ არაჩვეულებრივი სანახაობისთვის და სკოლის დირექციას ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა იყო გაფორმებული საახალწლო ილუმინაციებით, რომელსაც ნაძვის ხე და თოვლის პაპა ამშვენებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203