ერკეთის საჯარო სკოლაში მინი-ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა ​გაიმართა
08-01-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის დანერგვას. 

სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის პირველი სემესტრი დატვირთული იყო სპორტული ღონისძიებებით, მათ შორის კი, აღსანიშნავია ამხანაგური შეხვედრა მინი-ფეხბურთში.

შეხვედრა 22 დეკემბერს საკუთარ მოედანზე გაიმართა და მოსწავლეები გუთურის საჯარო სკოლის ფეხბურთელებს შეხვდნენ. 

ამხანაგური შეჯიბრება გოგონებსა და ვაჟებს შორის მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო იყო: მოსწავლეები დაუახლოვდნენ ერთმანეთს, დაგეგმეს სამომავლო შეხვედრები.

როგორც სკოლაში აანონსებენ, სამომავლოდ ორივე სკოლა აქტიურად ჩაებმება სპორტულ ღონისძიებებში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203