ბენარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
08-01-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. 

მათ შორის იყო, სკოლის VII-IX კლასებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განხორციელებული პრეზენტაცია დამწერლობის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პედაგოგი ნინო წალდაძე.

მოსწავლეებმა ქართული დამწერლობის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს. მათ პრეზენტაციის მეშვეობით ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები, შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცოდნენ და რა გაიგეს ქართული დამწერლობის შესახებ.

აღნიშნულ დღეს მათ საჭირო ინფორმაციები მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა ინფორმირებას და მრვალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203